Monday, December 1, 2008

მარიამი



მე მქვია მარიამ მგელაძე.

წარმოშობით გურული ვარ,ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთიდან.

მ ა რ ი ა მ ი ველი ებრაული სახელია,მას რამდენიმე განმარტება მოეპოვება:შეუპოვარი, დაუმორჩილებელი, ''საყვარელი უფლისა,ქალბატონი''...

მარიამი ერქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს,რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ეს სახელი უძველესი დროიდან გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში...

ეს სახელი მე მაშინ შემირჩიეს როცა დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო,რადგან დედა ავადმყოფობდა, ეშინოდა რამე არ მომსვლოდა ..მე რომ გავჩნდი ამბობდა ღვთისმშობლის საჩუქარიაო და ამიტომაც დამარქვეს მარიამი.





ეს სახელი დედაჩემთან ერთად ჩემმა დებმაც დამარქვეს..

ამბობოენ რომ ჩემი დიდი ბებიის ნათლობის სახელი იყო მარიამი.

ამ სახელს სამი დიდი წმინდანი ატარებდა: ''მარიამ ღვთისმშობელი'',




''მარიამ მაგდალინელი'', ''მარიამ ეგვიპტელი'',რომელიც ჩემი მფარველი ანგელოზია... ასევე ამ სახელის მატარებელი ბევრი დედოფალი იყო...

მარიამის მოფერებითი ფორმები ქართულში: მარო, მარიკო, მარიკუნა..ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული:მარია,მარუსა და ა.შ.




არიამი მსოფლიოშიც და საქართველოშიც გავრცელებუ

ლი სახელია.. ჩემი მოპოვებული ინფორმაციით საქართველოში თურმე 43698 მარიამი

ა, აქედან თბილისში არის 15854, გორში 2412 , ქუთაისში 1861. დანარჩენი კი ალბათ სხვადასხვა კუთხეშია გაფანტული.



''წმიდა მარიამი'' ფარავდეს სრულიად საქართველოს!